Collection: ტველევიზორის მაგიდა

ტელევიზორის მაგიდა პირდაპირ მწარმოებლისგან

ეძებ ტელევიზორის მაგიდას, რომელიც მისაღებს ლამაზად შეავსებს და ბიუჯეტსაც არ დაარტყამს? Velishop-ში ტელევიზორის მაგიდებსა და TV კედლებს თავად ვაწარმოებთ, ამიტომ ფასი მწარმოებლისაა, შუამავლის ფასნამატის გარეშე. ჩვენს კოლექციაში ნახავ დაბალ და გრძელ ტვ მაგიდებს, თაროებიან მოდელებს და სრულ TV კედლებს, მინიმალისტური, სკანდინავიური და თანამედროვე დიზაინით.

როგორ ავარჩიოთ ტელევიზორის მაგიდის ზომა

მთავარი წესი მარტივია: ტვ მაგიდა ტელევიზორზე ფართო უნდა იყოს, იდეალურად 15–30 სანტიმეტრით. ასე ტელევიზორი მყარად დგას და ინტერიერიც დაბალანსებული ჩანს. ორიენტირისთვის:

  • 43 დიუმიანი ტელევიზორი (~96 სმ) – მაგიდა 120 სმ-დან
  • 50 დიუმიანი ტელევიზორი (~111 სმ) – მაგიდა 140 სმ-დან
  • 55 დიუმიანი ტელევიზორი (~122 სმ) – მაგიდა 150 სმ-დან
  • 65 დიუმიანი ტელევიზორი (~144 სმ) – მაგიდა 170 სმ-დან

თუ ტელევიზორს კედელზე კიდებ, შეგიძლია აირჩიო დაბალი და გრძელი მაგიდა ან TV კედელი თაროებით. ასე წიგნებისა და დეკორისთვისაც დაგრჩება ადგილი.

რატომ Velishop

  • მწარმოებლის ფასი – ავეჯს თავად ვამზადებთ, ამიტომ ფასი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
  • ნებისმიერ ფერში – თუ სასურველი ფერი კატალოგში არ ჩანს, მოდელს შენი ინტერიერის ფერში დავამზადებთ.
  • იგზავნება აწყობილი – არ დაგჭირდება ხელსაწყოები და ინსტრუქციები, მაგიდა მზადაა გამოსაყენებლად.
  • ხარისხის გარანტია – ავეჯი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა ლამინატისგან და ჩვენს პროდუქციაზე პასუხს ვაგებთ.

მიწოდება და გადახდა

ტელევიზორის მაგიდის მიწოდება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით. გადახდა შეგიძლია კურიერთან, ნივთის მიღებისას, საბანკო გადარიცხვით, ბარათით ან 0%-იანი განვადებით 6 თვემდე, სახლიდან გაუსვლელად.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ტელევიზორის მაგიდა?

ფასი დამოკიდებულია ზომასა და მოდელზე. ყველა მოდელის აქტუალური ფასი ამ გვერდზე ჩანს. განვადებით ყიდვისას თვიური გადასახადი პროდუქტის გვერდზევეა მითითებული.

შეიძლება ტვ მაგიდის სხვა ფერში შეკვეთა?

კი. ჩვენ თავად ვაწარმოებთ, ამიტომ ნებისმიერ მოდელს სასურველ ფერში დავამზადებთ. ფერი შეკვეთისას მიუთითე.

მაგიდა აწყობილი მოდის?

კი, ტელევიზორის მაგიდა იგზავნება აწყობილი და მიღებისთანავე მზადაა გამოსაყენებლად.

შესაძლებელია განვადებით ყიდვა?

კი, ხელმისაწვდომია 0%-იანი განვადება 6 თვემდე. განაცხადი სახლიდან გაუსვლელად ივსება.