Terms of service
წესები და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. ვებგვერდი www.velishop.ge წარმოადგენს შპს „კომფორტ ლაბ 9“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406458417) საკუთრებაში არსებულ ონლაინ მაღაზიას.
1.2. წინამდებარე წესები და პირობები განსაზღვრავს მომხმარებელსა და კომპანიას შორის პროდუქციის შეკვეთასთან, შეძენასთან, გადახდასთან, მიწოდებასთან, დაბრუნებასა და ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
1.3. მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე პროდუქციის დათვალიერება და შეკვეთის გაფორმება წინასწარი რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის შექმნის გარეშე.
1.4. შეკვეთის გაფორმებამდე მომხმარებელს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. შეკვეთის დადასტურება ნიშნავს შესაბამისი ხელშეკრულების პირობების მიღებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების შეუზღუდავად.
1.5. კომპანია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1. კომპანია — შპს „კომფორტ ლაბ 9“, ს/ნ 406458417.
2.2. ვებგვერდი — www.velishop.ge.
2.3. მომხმარებელი — ფიზიკური პირი, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით ათვალიერებს ან ყიდულობს პროდუქციას.
2.4. პროდუქცია — ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ავეჯი, ავეჯის კომპლექტები და სხვა საქონელი.
2.5. შეკვეთა — მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განთავსებული მოთხოვნა კონკრეტული პროდუქციის შეძენის შესახებ.
2.6. სამუშაო დღე — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით პერიოდი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური უქმე დღეების გამოკლებით.
2.7. ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული პროდუქცია — მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ინდივიდუალური მახასიათებლებით ან მის პირად საჭიროებებზე სპეციალურად მორგებული პროდუქცია.
მუხლი 3. ვებგვერდით სარგებლობის პირობები
3.1. მომხმარებელი ვალდებულია ვებგვერდით სარგებლობისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და წინამდებარე პირობები.
3.2. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შეკვეთის შესრულებისა და მიწოდებისთვის.
3.3. მომხმარებელს ეკრძალება:
-
ვებგვერდის ფუნქციონირების განზრახ შეფერხება;
-
ვებგვერდზე არასანქცირებული წვდომის მცდელობა;
-
სხვა პირის პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება;
-
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის კომერციული მიზნით უნებართვო გამოყენება, კანონით დაშვებული შემთხვევების გარდა;
-
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ქმედებების განხორციელება.
3.4. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს აუცილებელი და პროპორციული ზომები ვებგვერდის უსაფრთხოებისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 4. პროდუქციის შესახებ ინფორმაცია და ფასები
4.1. ვებგვერდზე განთავსებულია პროდუქციის დასახელება, ფოტოები, აღწერილობა, ფასი და შესაბამისი მახასიათებლები.
4.2. პროდუქციის ფასები მითითებულია ეროვნულ ვალუტაში — ქართულ ლარში (GEL).
4.3. კომპანია ცდილობს უზრუნველყოს პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სიზუსტე და აქტუალურობა.
4.4. პროდუქციის ხელმისაწვდომობის, ფასის ან მახასიათებლების ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია შეკვეთის დადასტურებამდე ან, უკვე დადასტურებული შეკვეთის შემთხვევაში, ცვლილების შეთანხმების მიზნით.
4.5. უკვე დადასტურებული შეკვეთის ფასი და სხვა არსებითი პირობები არ შეიცვლება მომხმარებელთან სათანადო შეთანხმების გარეშე.
მუხლი 5. შეკვეთის გაფორმება და დამუშავება
5.1. მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის შეკვეთა VeliShop.ge-ზე განთავსებული შეკვეთის ფორმის მეშვეობით.
5.2. შეკვეთის გასაფორმებლად მომხმარებელი უთითებს სახელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ირჩევს გადახდის მეთოდს და აწვდის მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაციას.
5.3. შეკვეთის განთავსებისთვის ვებგვერდზე რეგისტრაცია ან პირადი ანგარიშის შექმნა სავალდებულო არ არის.
5.4. შეკვეთის მიღებისთანავე იწყება მისი დამუშავება და ოპერატორის მიერ დადასტურება.
5.5. ოპერატორი მომხმარებელს უკავშირდება შეკვეთის დეტალების, პროდუქციის მახასიათებლებისა და მიწოდების ინფორმაციის დასაზუსტებლად.
5.6. შეკვეთის დამუშავება იწყება მიღებისთანავე, დამატებითი სავალდებულო ლოდინის პერიოდის გარეშე. მიწოდების ვადის ათვლა იწყება შეკვეთის მიღების მომენტიდან და არ გადაიწევს მხოლოდ ოპერატორის მიერ დადასტურების გამო.
5.7. თუ შეკვეთის შესრულებისთვის აუცილებელია დამატებითი ინფორმაციის დაზუსტება, კომპანია მომხმარებელს აცნობებს შესაბამის გარემოებას.
5.8. პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან ან სხვა ობიექტურ გარემოებასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს საკითხის შეთანხმებით გადაწყვეტას, მათ შორის შეკვეთის ცვლილებას ან გაუქმებას კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. ანგარიშსწორების პირობები
6.1. ონლაინ მაღაზია VeliShop.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს შეკვეთის გაფორმების მომენტში რეალურად ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდი.
6.2. გადახდის შესაძლო მეთოდებია:
ა) კურიერთან გადახდა — მომხმარებელი შეკვეთის ღირებულებას იხდის პროდუქციის ჩაბარებისას.
ბ) საბანკო გადარიცხვა — მომხმარებელი შეკვეთის ღირებულებას რიცხავს კომპანიის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
გ) განვადება — შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციის მომსახურებით პროდუქციის შეძენა, თუ აღნიშნული მეთოდი ხელმისაწვდომია და მომხმარებლის განაცხადი დამტკიცებულია.
დ) ონლაინ საბარათე გადახდა — საბანკო ბარათით ანგარიშსწორება შესაბამისი საგადახდო პროვაიდერის მეშვეობით, მომსახურების გააქტიურების შემდეგ.
6.3. ონლაინ საბარათე გადახდის მომსახურების დანერგვა იგეგმება UniPay-ის საგადახდო სისტემის მეშვეობით. ამჟამად აღნიშნული მომსახურება ავტორიზაციისა და ჩართვის პროცესშია.
6.4. UniPay-ის გააქტიურების შემდეგ მომხმარებელი საბარათე გადახდას განახორციელებს შესაბამის დაცულ საგადახდო გარემოში, მოქმედი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.
6.5. კომპანია შეკვეთის ჩვეულებრივი საკონტაქტო ფორმით არ ითხოვს საბანკო ბარათის სრულ ნომერს, მოქმედების ვადას ან უსაფრთხოების კოდს (CVV/CVC).
6.6. საბარათე ტრანზაქციის დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საგადახდო პროვაიდერის წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.7. განვადების დამტკიცება და მისი ფინანსური პირობები დამოკიდებულია შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე.
6.8. მომხმარებელს შეკვეთის დადასტურებამდე მიეწოდება ინფორმაცია არჩეული გადახდის მეთოდისა და გადასახდელი თანხის შესახებ.
მუხლი 7. მიწოდების პირობები და ვადები
7.1. VeliShop.ge-ზე განთავსებულ ყველა პროდუქტსა და პროდუქციის კომპლექტზე მოქმედებს უფასო საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით.
7.2. შეკვეთის დამუშავება იწყება შეკვეთის მიღებისთანავე. მიწოდების ვადის ათვლა იწყება შეკვეთის მიღების მომენტიდან.
7.3. მიწოდების სტანდარტული ვადებია:
-
თბილისი: 1–2 სამუშაო დღე;
-
საქართველოს რეგიონები: 2 სამუშაო დღე.
7.4. მაღალმთიან, დაშორებულ და ლოგისტიკურად რთულად მისადგომ დასახლებებში მიწოდების ვადა შესაძლებელია გაიზარდოს, თუმცა არ აღემატება შეკვეთის მიღებიდან 10 სამუშაო დღეს.
7.5. გამონაკლისი მიწოდების ვადა შეიძლება გავრცელდეს იმ დასახლებებზე, სადაც ტრანსპორტირება დამოკიდებულია გზის მდგომარეობაზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სეზონურ პირობებსა და საკურიერო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.
7.6. შეკვეთით დამზადებული ავეჯის დამზადება და მიწოდება ხორციელდება შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
7.7. თუ კონკრეტული პროდუქცია მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნით მზადდება, შესაბამისი მახასიათებლები და მიწოდების ვადა მომხმარებელთან ზუსტდება შეკვეთის დადასტურებისას.
7.8. მიწოდების ვადის შესაძლო ცვლილების შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს აცნობებს შესაბამის ინფორმაციას და მოქმედებს მომხმარებელთან შეთანხმებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
7.9. მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
7.10. მიწოდებისას მომხმარებელს შეუძლია შეამოწმოს მიღებული პროდუქციის შესაბამისობა შეკვეთასთან და დააფიქსიროს აღმოჩენილი შეუსაბამობა.
7.11. ოფიციალური უქმე დღეები არ ჩაითვლება სამუშაო დღეებში, თუ მომხმარებელთან ცალკე არ არის შეთანხმებული მიწოდება აღნიშნულ პერიოდში.
მუხლი 8. შეკვეთის გაუქმება და ხელშეკრულებაზე უარის თქმა
8.1. მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გაუქმების მოთხოვნით დაუკავშირდეს კომპანიას ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.
8.2. პროდუქციის მიწოდებამდე შეკვეთის გაუქმების საკითხი განიხილება შეკვეთის შესრულების ეტაპისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
8.3. შეკვეთის გადამზიდავისთვის გადაცემა თავისთავად არ აუქმებს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს.
8.4. საქართველოს კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მე-13 მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
8.5. საქონლის შეძენის შემთხვევაში 14-დღიანი ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის (გარდა გადამზიდავისა) მიერ საქონლის მფლობელობაში მიღების დღიდან.
8.6. თუ შეკვეთა რამდენიმე ნაწილად მიეწოდება მომხმარებელს, 14-დღიანი ვადა აითვლება ბოლო ნივთის მიღებიდან.
8.7. მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის მოთხოვნა გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე comfortlab9@gmail.com, მიზეზის მითითების ვალდებულების გარეშე.
8.8. მომხმარებლის მოთხოვნა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. პროდუქციის დაბრუნების პირობები
9.1. მომხმარებელს უფლება აქვს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დააბრუნოს დისტანციურად შეძენილი პროდუქცია ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნით.
9.2. მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, დაუბრუნოს საქონელი კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ კომპანია თავად არ უზრუნველყოფს საქონლის წაღებას.
9.3. მომხმარებელს ეკისრება პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯი, თუ კომპანია არ დათანხმდა აღნიშნული ხარჯის დაფარვას ან თუ კანონმდებლობა სხვაგვარად არ ითვალისწინებს.
9.4. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქცია დააბრუნოს შესაბამისი თანდართული დოკუმენტაციითა და აქსესუარებით, მათი არსებობის შემთხვევაში. შეფუთვის ან ცალკეული დოკუმენტის არქონა ავტომატურად არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ დაბრუნების უფლებას.
9.5. მომხმარებელი პასუხისმგებელია საქონლის ღირებულების მხოლოდ ისეთ შემცირებაზე, რომელიც გამოწვეულია საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად აუცილებელზე მეტი გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
9.6. მომხმარებლის მიერ საქონლის დაბრუნების მოთხოვნა არ საჭიროებს მიზეზის დასახელებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დასადგენად აუცილებელია შესაბამისი გარემოებების დაზუსტება.
9.7. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების შემთხვევაში მომხმარებელს შეიძლება არ ჰქონდეს ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
9.8. ასეთ გამონაკლისს შეიძლება მიეკუთვნებოდეს მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან მის პირად საჭიროებებზე აშკარად მორგებული პროდუქცია.
9.9. მხოლოდ ის გარემოება, რომ ავეჯი შეკვეთის მიღების შემდეგ მზადდება, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგი ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ პროდუქციად მიიჩნევა. გამონაკლისი გამოიყენება კანონით დადგენილი შესაბამისი პირობების არსებობისას.
9.10. 14-დღიანი უპირობო უარის თქმის უფლების გამონაკლისები არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ნაკლიანი ან ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქციის შემთხვევაში.
9.11. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების სფეროსა და გამონაკლისების გათვალისწინებით, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც საქონლის ან მომსახურების ფასი არ აღემატება 30 ლარს.
მუხლი 10. თანხის დაბრუნების წესი
10.1. მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე კანონიერად უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი შესაბამისი თანხა.
10.2. თანხის დაბრუნება განხორციელდება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ მომხმარებლის შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
10.3. კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს თანხის დაბრუნება მანამდე, სანამ დაიბრუნებს პროდუქციას ან მომხმარებლისგან მიიღებს მისი უკან გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელი გარემოება დადგება უფრო ადრე, თუ კომპანია თავად არ უზრუნველყოფს საქონლის წაღებას.
10.4. თანხის ანაზღაურება განხორციელდება იმავე გადახდის საშუალებით, რომელიც მომხმარებელმა თავდაპირველად გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას განაცხადებს სხვა საშუალების გამოყენებაზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის დამატებით ხარჯს.
10.5. საბანკო გადარიცხვით გადახდილი თანხის დაბრუნება განხორციელდება შესაბამისი საბანკო გზით.
10.6. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხა დაბრუნდება ნაღდი ანგარიშსწორებით, თუ მომხმარებელთან დამატებითი ხარჯის გარეშე სხვა საშუალება არ შეთანხმდა.
10.7. UniPay-ის საბარათე მომსახურების გააქტიურების შემდეგ ბარათით განხორციელებული გადახდების დაბრუნება დამუშავდება შესაბამისი საგადახდო პროვაიდერის წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, თავდაპირველი გადახდის საშუალებით ან მომხმარებელთან კანონიერად შეთანხმებული სხვა გზით.
10.8. განვადებით შეძენილი პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში თანხის ანაზღაურებისა და ფინანსური ვალდებულებების მოწესრიგების საკითხები განისაზღვრება შესაბამის ფინანსურ ორგანიზაციასთან არსებული ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
10.9. მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების წესი და ვადა ერთნაირად გამოიყენება VeliShop.ge-ის შესაბამის გვერდებზე გამოქვეყნებული დაბრუნების პოლიტიკის ფარგლებში.
10.10. წინამდებარე წესები არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ნაკლიანი ან ხელშეკრულებასთან შეუსაბამო საქონლის შემთხვევაში.
მუხლი 11. პროდუქციის ხარისხი და მომხმარებლის უფლებები
11.1. კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს შეკვეთასთან შესაბამისი პროდუქცია.
11.2. თუ მიღებული პროდუქცია არ შეესაბამება ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს ან გამოვლინდა ნაკლი, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.
11.3. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის აღმოფხვრა, პროდუქციის შეცვლა, ფასის შესაბამისი შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა კანონით გათვალისწინებული წინაპირობების შესაბამისად.
11.4. პროდუქციის შეუსაბამობასთან დაკავშირებული მოთხოვნის განხილვისას კომპანია ითვალისწინებს ნაკლის ხასიათს, გამოვლენის გარემოებებსა და მომხმარებლის კანონიერ უფლებებს.
11.5. მომხმარებლის კანონიერი უფლებები არ იზღუდება წინამდებარე წესებით ან კომპანიის მიერ ცალმხრივად დადგენილი პირობებით.
მუხლი 12. პერსონალური მონაცემების დაცვა
12.1. კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.
12.2. შეკვეთის გაფორმებისას მიღებული მონაცემები გამოიყენება შეკვეთის მიღების, დადასტურების, შესრულების, მიწოდებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნებისთვის.
12.3. ვებგვერდი ფუნქციონირებს Shopify-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე.
12.4. ვებგვერდზე გამოიყენება Meta Pixel და Cookie ფაილები, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებისა და მომხმარებლის თანხმობის მართვის პირობების დაცვით.
12.5. პერსონალური მონაცემების დამუშავების კატეგორიები, მიზნები, სამართლებრივი საფუძვლები, მესამე პირებისთვის გადაცემა, შესაძლო საერთაშორისო გადაცემა და შენახვის კრიტერიუმები დეტალურად განსაზღვრულია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“.
12.6. მომხმარებელს შეუძლია პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: comfortlab9@gmail.com.
მუხლი 13. ვებგვერდის ფუნქციონირება და პასუხისმგებლობა
13.1. კომპანია იღებს გონივრულ ზომებს ვებგვერდის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
13.2. ტექნიკური შეფერხებების, ინტერნეტკავშირის პრობლემების ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო შესაძლებელია ვებგვერდის მუშაობის დროებითი შეფერხება.
13.3. კომპანია მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას მისთვის ცნობილ მნიშვნელოვან შეფერხებებთან დაკავშირებით, როდესაც ეს გავლენას ახდენს შეკვეთის შესრულებაზე.
13.4. კომპანია პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
13.5. წინამდებარე პირობები არ გამორიცხავს ან ზღუდავს კომპანიის იმ პასუხისმგებლობას, რომლის შეზღუდვაც კანონმდებლობით დაუშვებელია.
მუხლი 14. წესებისა და პირობების ცვლილება
14.1. კომპანიას უფლება აქვს განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების, ტექნოლოგიური პროცესების ან კანონმდებლობის ცვლილების შესაბამისად.
14.2. განახლებული წესები და პირობები გამოქვეყნდება VeliShop.ge-ზე.
14.3. წესებისა და პირობების შემდგომი ცვლილება არ ცვლის უკვე დადასტურებული შეკვეთის შეთანხმებულ პირობებს მომხმარებელთან სათანადო შეთანხმების გარეშე.
14.4. მომხმარებელთან უკვე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმართ გამოიყენება შესაბამისი შეთანხმებული პირობები და საქართველოს კანონმდებლობის სავალდებულო მოთხოვნები.
14.5. ცვლილებები არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს.
მუხლი 15. დავების გადაწყვეტა
15.1. მომხმარებელს შეუძლია შეკვეთასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიით მიმართოს კომპანიას.
15.2. კომპანია შეეცდება მომხმარებელთან წარმოშობილი საკითხი გადაწყვიტოს კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების გზით.
15.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს.
15.4. წინამდებარე წესები არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული დაცვის საშუალებებით.
მუხლი 16. საკონტაქტო ინფორმაცია
16.1. შეკვეთებთან, მიწოდებასთან, გადახდებთან, დაბრუნებასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას.
კომპანიის სრული იურიდიული დასახელება: შპს „კომფორტ ლაბ 9“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 406458417
ვებგვერდი: www.velishop.ge
ელექტრონული ფოსტა: comfortlab9@gmail.com
საკონტაქტო ტელეფონი: +995 551 63 03 33
16.2. კომპანია მომხმარებლის მიმართვებს განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
16.3. კომპანიის სრული იურიდიული მისამართი და სხვა სავალდებულო საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდის საკონტაქტო ინფორმაციაში.